დამტკიცებულია შპს „ჯონი ჭანტურიას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორის

2024 წლის 27 დეკემბრის  #C-158-2024 ბრძანებით

მომსახურების სფეროს აღწერილობა

შპს „ჯონი ჭანტურიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“ წარმოადგენს სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებას და ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში, უწყვეტად (გარდა ახალი წლის უქმე დღეებისა, რომელიც დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და ხდება ხელმისაწვდომი საჯაროდ, მათ შორის კლინიკის ვებგვერდზე).

კლინიკა წარმოადგენს ნარკოლოგიურ დაწესებულებას, სადაც შესაძლებელია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა: ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობანი და ქცევითი დარღვევები, ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობანი და ქცევითი დარღვევები. გარდა ამისა, კლინიკას აქვს საკუთარი ლაბორატორია სადაც პაციენტთათვის შესაძლებელია სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება.

კლინიკის სტაციონარში მოთავსება შესაძლებელია ნებისმიერი პირისათვის, ვისაც  აღენიშნება კლინიკის მკურნალობის სფეროს მიკუთვნებული დაავადებანი და რომელიც შეძლებს წარმოადგინოს კლინიკის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია სტაციონარში განთავსების მიზნით.

ლაბორატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია ნებისმიერი პირისათვის, რომელიც შეძლებს წარმოადგინოს კლინიკის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია ლაბორატორიული კვლევების ჩატარების მიზნით.

სტაციონარში განთავსების მიზნით, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ლაბორატორიული კვლევების ჩატარების მიზნით, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში ექიმის მიმართვა.

კლინიკას ჰყავს სამი ექიმი ნარკოლოგი, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ალკოჰოლის მოხმარებითა თუ ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობანი და ქცევითი დარღვევების მკურნალობის მიმართულებით. ამასთან კლინიკას ჰყავს მოწვეული ექიმი კარდიოლოგი და ექიმი ფიზიოთერაპევტი, რომლებიც პაციენტის შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში ერთვებიან მკურნალობის პროცესში.

კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს ექიმი-ნარკოლოგი ლიანა გოგიჩაიშვილი, ხოლო ლაბორატორიას ექიმი ლაბორანტი ნათია ადამაშვილი.